ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი 8 - 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის გაიმართა რუმინეთის ქალაქ მამაიაში 4 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე. ჩემპიონატში მონაწილეობდა ევროპის 48 ქვეყნის 1200-მდე მოჭადრაკე. საქართველო ევროპის პირველობაზე წარმოდგენილი იყო 28 მოჭადრაკით.

 

            

ბოლო ტურამდე ლიდერთა შორის იყო რამდენიმე ქართველი მოჭადრაკე, თუმცა სამწუხაროდ მედლის აღება ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო. ქართველთაგან საუკეთესო შედეგებს მიაღწიეს:

 

ანასტასია კირთაძე (8გ) - IV ადგილი, 6,5 ქულა (ქუთაისი, მწვრთნელი - ნიკოლოზ მანაგაძე),

დიანა ლომაია (12გ) - V ადგილი, 6,5 ქულა (ფოთი, მწვრთნელი - დათო კოდუა),

თამარ ესაძე (14გ) - V ადგილი, 6,5 ქულა  (ქუთაისი, მწვრთნელი - მურმან ესაძე),

ლუკა ობოლაძე (16ბ) - VIII ადგილი, 6,5 ქულა (თბილისი)

ირაკლი ახვლედიანი (18ბ) - VIII ადგილი, 6 ქულა (ბათუმი).

 

ჩვენი მოჭადრაკეების უმრავლესობამ მნიშვნელოვნად მოიმატა ფიდეს რეიტინგი.

ქართველი მოჭადრაკეების ტექნიკური შედეგები

 

უკან
ძებნა

© 2017 ყველა უფლება დაცულია