2017 წლის 21-30 აპრილს რუმინეთის ქალაქ იასში ჩატარდა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი 7, 9, 11, 13, 15 და 17 წლის ჭაბუკთა გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა 45-მდე ქვეყნის 600-მდე მოჭადრაკე. მათ შორის 8 ქართველი. მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

 

ქართველმა მოჭადრაკეებმა დამაკმაყოფილებლად იასპარეზეს და მიუხედავად იმისა, რომ საპრიზო ადგილებზე გასვლა ვერ მოახერხეს, უმრავლესმა მათგანმა ბოლო ტურამდე თავდაუზოგავად იბრძოლა და ფიდეს რეიტინგიც მნიშვნელოვნად მოიმატა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 9 წლის ქუთაისელი დავით ნემსაძის (მწვრთნელი - ნიკოლოზ მანაგაძე) დასანანი სატურნირო ფინიში. მან ბოლო ტურში მოგებული პოზიცია გაუშვა ხელიდან და დაფიქსირებული ყაიმის შემდეგ დაკარგა ვერცხლის მედალი და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა და ფიდეს რეტინგი 67 პუნქტით გაიუმჯობესა.

 

შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს ფოთელი ელენე წოწონავას (მწვრთნელი - დათო კოდუა) თამაში 13 წლის გოგონათა შორის, მან 6 ქულით მე-5 საპრიზო ადგილი დაიკავა და რეიტინგი 126 პუნქტით მოიმატა. ასევე კარგად იასპარეზა 9 წლის გოგონათა შორის თბილისელმა მარიამ გვათუამ (მწვრთნელი - ლაშა ჯანჯღავა), მე-6 საპრიზო ადგილი და +83 რეიტინგი. 11 წლის გოგონათა შორის მე-7 იყო ასევე თბილისელი მოჭადრაკე მარიამ დოლაკიძე (+93. მწვრთნელი - ლაშა ჯანჯღავა). ხოლო 7 წლის ჭაბუკთა შორის ათეულში მოხვდა ბექა წვერავა (ხონი).

უკან
ძებნა

© 2017 ყველა უფლება დაცულია