საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2017 წლის  მწვრთნელთა კონკურსში (7 - 14 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის) გაიმარჯვა ფოთელმა ფიდეს მწვრთნელმა, საერთაშორისო ორგანიზატორმა, საერთაშორისო არბიტრმა, ფოთის საჭადრაკო კლუბ "ნანას" დირექტორმა დავით კოდუამ. დათო კოდუა  სამწვრთნელო მოღვაწეობას ეწევა ქალაქ ფოთში 1993 წლიდან. დათოს წარმატებულ მოსწავლეთა შორის არიან მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები. ამჟამად დათოსთან მეცადინეობენ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი დიანა ლომაია, ვიცე - ჩემპიონი ელენე წოწონავა, კახაბერ კიზირია და სხვები. 

 

მწვრთნელთა კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა საერთაშორისო ოსტატმა და გამოცდილმა მწვრთნელმა ქუთაისის საჭადრაკო სკოლა "მაიას" დირექტორმა ნიკოლოზ მანაგაძემ. ნიკოლოზი რამდენიმე წლის უკან დაბრუნდა მშობლიურ ქუთაისში და მისმა აქტიურმა სამწვრთნელო მოღვაწეობამ უკვე შედეგი გამოიღო. ნიკოლოზის მოსწავლეთა შორის არიან საქართველოს ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები - ლადო მაღლაკელიძე, ანასტასია კირთაძე, რუსუდან მაღლაკელიძე, დავით ნემსაძე და სხვები. 

 

მწვრთნელთა კონკურში მესამე ადგილი დაიკავა ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა, საერთაშორისო დიდოსტატმა ლაშა ჯანჯღავამ. ლაშა ძირითადად დაკავებული იყო საქართველოს ვაჟთა და ქალთა ოლიმპიური ნაკრების წევრებით. მის აღზრდილთა შორის არიან მსოფლიოსა და ევროპის  ახალგაზრდული ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები.  ამჯამად ლაშა მოღვაწეობს ახალგაზრდა, პერსპექტიულ მოჭადრაკეებთან - მარიამ გვათუასთან, მარიამ სიჭინივასთან, მარიამ დოლაკიძესთან და სხვებთან. 

 

წარმატებულობის შემაფასებელი კრიტერიუმები

2017 წლის შედეგები

უკან
ძებნა

© 2019 ყველა უფლება დაცულია