2018 წლის 16-27 იანვარს ქ. თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა. საქართველოს ჩემპიონატი მიხეილ მჭედლიშვილმა მოიგო. 

 

საქართველოს ჩემპიონატი  ოლიმპიური სისტემით ჩატარდა. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 16 მოჭადრაკე. მათ შორის იყვნენ : ლევან ფანცულაია (2605), მიხეილ მჭედლიშვილი (2602), ლუკა პაიჭაძე (2588) და სხვები. მიხეილ მჭედლიშვილმა ფინალში ლუკა პაიჭაძე დაამარცხა. შესაბამისად მეორე ადგილი ლუკა პაიჭაძეს ერგო, ხოლო მესამე ადგილზე თორნიკე სანიკიძე გავიდა.

 

ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენდა 18500 ლარს.  

 

უკან
ძებნა

© 2019 ყველა უფლება დაცულია