საქართველოში ჩასატარებელი საჭადრაკო ღონისძიებები იყოფა სამ - A, B და  C კატეგორიებად. *

 

A კატეგორია - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის კალენდრით გათვალისწინებული საერთაშორისო ღონისძიებები, რომელიც არ არის   გათვალისწინებული ფიდე-ს კალენდრით.

 

B კატეგორია - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის კალენდრით გათვალისწინებული ადგილობრივი მასშტაბის ღონისძიებები.

 

C კატეგორია - რეგიონული საჭადრაკო ღონისძიებები, რომელიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის კალენდრით.

 

 

A და B კატეგორიის ყველა ტურნირს უნდა ჰყავდეს დირექტორი - პასუხისმგებელი პირი. 

C კატეგორიის ყველა ტურნირს უნდა ჰყავდეს ან დირექტორი ან მთავარი მსაჯი - პასუხისმგებელი პირი. 

 

A, B და C კატეგორიის ნებისმიერი ტურნირის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ღონისძიების მონაწილეებს აცნობოს, რომ მათი უფლებაა ღონისძიებასთან დაკავშირებულ შესაძლო სერიოზული ხარვეზებისა და გადაცდომების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ღონისძიებების კომისიის სამდივნოს. შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ნებისმიერი ტურნირის დებულებაში. 

 

A და B კატეგორიის ყველა ტურნირის დირექტორი ვალდებულია :

 

1. ჩასატარებელი ტურნირის დაწყებამდე მინიმუმ ორი თვით ადრე გამოაქვეყნოს ტურნირის დებულება.  

2. ჩასატარებელი ტურნირის დაწყებამდე ორი თვით ადრე ღონისძიებების კომისიას გაუგზავნოს შესაბამისი შევსებული ანკეტა და ასევე ღონისძიების    დასრულების შემდეგ წარმოადგონის ანგარიში ჩატარებული ღონისძიების შესახებ.

3. გაითვალისწინოს ჩასატარებელი ტურნირის ფინანსური ვალდებულებები. 

4. ჩასატარებელი ტურნირი უზრუნველყოს კვალიფიციური მომსახურე პერსონალით, მათ შორის მსაჯებით.

5. ტურნირის გადატანის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ღონისძიებების კომისიას.

6. მაქსიმალურად (შესაძლებლობის ფარგლებში) გაითვალისწინოს სათამაშო დარბაზის ფართი მინიმუმ 1.5 კვ.მ 1 მონაწილეზე ბავშვთა ღონისძიებებისათვის და 2 კვ.მ 1 მონაწილეზე მოზრდილთა ღონისძიებებისათვის.

7.  სათამაშო დარბაზი უზრუნველყოს შესაბამისი განათებით. 

8.  აუცილებლობის შემთხვევაში სათამაშო დარბაზი უზრუნველყოს კონდიცირებით ან გათბობით

9. ღონისძიების მონაწილეები უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენონის ტუალტებით

10. მაქსიმალურად გაითვალისწინოს მოსაცდელი დარბაზის აუცილებლობა

11. უზრუნველყოს პარტიების პირდაპირი ჩვენება

 

ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ღონისძიებების კომისია გამოიყენებს სხვადასხავ სანქციებს - ღონისძიებაზე პასუხისმგებელ პირებს ან გარკვეული პერიოდით ან სამუდამოდ (სერიოზული დარღვევების შემთხვევში) ჩამოერთმევათ საჭადრაკო ღონისძიებების ჩატარების უფლება. არაკვალიფიციური ორგანიზატორის საქმიანობაზე იმსჯელებს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობაც. 

 

* საქართველოში ჩასატარებელ ფიდე-ს და ევროპის საჭადრაკო კავშირის კალენდრით გათვალისწინებულ ღონისძიებებს სრულად არეგულირებს ფიდე-ს და ევროპის საჭადრაკო კავშირის კანონმდებლობა.

 

აკაკი იაშვილი, დათო კოდუა

ძებნა

© 2017 ყველა უფლება დაცულია