საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ ყველა მწვრთნელს უნდა ჰქონდეს კატეგორია და შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი ID ბარათი. მწვრთნელის კატეგორიის მინიჭება ხდება ორი გზით :


1.მწვრთნელთა კომისიის თავმჯომარის წინადადებითა და მწვრთნელთა კომისიის გადაწყვეტილებით (პირდაპირი გზით).

2. შესაბამისი ლიცენზირების (გამოცდის ჩაბარების) გზით.


საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი მწვრთნელები იყოფიან ოთხ კატეგორიათ :

 

1. უმაღლესი

2. A კატეგორია

3. B კატეგორია

4. C კატეგორია

 

 

უმაღლესი :


მწვრთნელთა კომისია პირდაპირი გზით ანიჭებს  უმაღლეს კატეგორიას ვაჟთა და ქალთა ეროვნული ნაკრები გუნდის მოქმედ და ყოფილ მწვრთნელებს. უმაღლესი კატეგორია ასევე შეიძლება მინიჭებული იქნას პირდაპირი გზით გამოკლის შემთხევებში განსაკუთრებული დამსახურებებისათვის. 

 

A კატეგორია : 


მწვრთნელთა კომისია პირდაპირი გზით ანიჭებს A კატეგორიას მაღალი რეპუტაციის მქონე კარგად ცნობილ მწვრთნელებს რომლებსაც აღზრდილი ჰყავთ მსოფლიოსა და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები, საქართველოს ვაჟთა და ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები, საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის "საუკეთესო ბავშვთა მწვრთნელის" კონკურსში გამარჯვებულ პირველ სამ მწვრთნელს. 

 

 

B კატეგორია :


მწვრთნელთა კომისია პირდაპირი გზით ანიჭებს ბ კატეგორიას, მაღალი რეპუტაციის მქონე კარგად ცნობილ მწვრთნელებს, რომლებსაც აღზრდილი ჰყავთ არაერთი საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების (20, 18, 16, 14, 12 და 10 წლამდე) გამარჯვებული და პრიზიორი მოჭადრაკეები და აქვთ მწვრთნელად მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი სტაჟი. ამასთან აღნიშნული კატეგორიის მწვრთნელებმა ყოველწლიურად უნდა გაიარონ კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩერდებათ ლიცენზია მწვრთნელთა კომისიის გადაწყვეტილებამდე.


მწვრთნელთა კომისია ასევე შესაბამისი ლიცენზირების (გამოცდის ჩაბარების) გზით ანიჭებს B კატეგორია. ამასთან აღნიშნული კატეგორიის მწვრთნელებმა ყოველწლიურად უნდა გაიარონ კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩერდებათ ლიცენზია მწვრთნელთა კომისიის გადაწყვეტილებამდე.



 

C კატეგორია


მწვრთნელთა კომისია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზირების (გამოცდის ჩაბარების) გზით ანიჭებს C კატეგორიას. ამასთან აღნიშნული კატეგორიის მწვრთნელებმა ყოველწლიურად უნდა გაიარონ კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩერდებათ ლიცენზია მწვრთნელთა კომისიის გადაწყვეტილებამდე.

 

აკაკი იაშვილი, დათო კოდუა


 


ძებნა

© 2017 ყველა უფლება დაცულია