საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2019 წლის  მწვრთნელთა კონკურსში (7 - 14 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის) გაიმარჯვა ქუთაისელმა მწვრთნელმა, საერთაშორისო ოსტატმა, ქუთაისის საჭადრაკო სკოლა "მაიას" დირექტორმა ნიკოლოზ მანაგაძემ. ნიკოლოზის მოსწავლეთა შორის არიან ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის და მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის პრიზიორი ანასტასია კირთაძე, საქართველოს ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები - დავით ნემსაძე, ვასიკო შაპოვალოვი და რუსუდან მაღლაკელიძე.

მწვრთნელთა კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა გამოცდილმა ბათუმელმა მწვრთნელმა ლეონიდ ნეუროვმა. მისი მოსწავლე კესარია მგელაძე ევროპის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული და მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის პრიზიორია. ხოლო საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორები გახდნენ მარიამ ცეცხლაძე და ლიზი ქონიაძე.

მესამე ადგილი ერგო ასევე გამოცდილ ქუთაისელ მწვრთნელს ნონა ჭეფხოძეს. მისი მოსწავლეებიდან ყველაზე მეტად თავი გამოიჩინა დავით თათვიძემ, მან ევროპის სასკოლო ჩემპიონატი მოიგო. ხოლო ნონას მოსწავლეებიდან საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორები იყვნენ ბარბარე ცირეკიძე, მართა ძნელაძე, ქრისტინე ხვადაგიანი, ანასტასია ბოჭორიშვილი.

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო 3 მწვრთნელს (7 - 14 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის) სოლიდური ფულადი პრიზები გადაეცათ.

ადგილი

სახელი, გვარი

ქალაქი

ქულა

1

ნიკოლოზ მანაგაძე

ქუთაისი

250

2

ლეონიდ ნეურონოვი

ბათუმი

160

3

ნონა ჭეფხოძე

ქუთაისი

92

4

სოსო კვირიაშვილი

თბილისი

65

5

დავით ზარქუა

თბილისი

60

6

გიორგი ტყეშელაშვილი

ქუთაისი

30

7-11

რამაზ ენდელაძე

ბაღდათი

20

7-11

გოჩა ჩაჩუა

ფოთი

20

7-11

ოთარ დოლიძე

გორი

20

7-11

გია ჭუმბურიძე

თერჯოლა

20

7-11

გიორგი მაჭარაშვილი

თბილისი

20

12

გოჩა თორია

თბილისი

13

13-15

მზია წერეთელი

თბილისი

10

13-15

თამარ ხმიადაშვილი

თელავი

10

13-15

გიორგი მენაბდე

ქუთაისი

10

16

მადონა ბოკუჩავა

ზუგდიდი

8

17-20

გია ქიტესაშვილი

გურჯაანი

5

17-20

გიორგი ხომერიკი

თბილისი

5

17-20

ვანო მინდორაშვილი

გურჯაანი

5

17-20

გიორგი ჭანტურია

ბათუმი

5

21

დიტო მაღალაშვილი

გორი

3

უკან
ძებნა

გამოკითხვა
ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი
არაბიძე მერი ს/დ
ხუხაშვილი სოფიკო ს/დ
მელია სალომე ს/დ
ჯავახიშვილი ლელა ს/დ
ხოტენაშვილი ბელა ს/დ
ბაციაშვილი ნინო ს/დ
გვეტაძე სოფიო ს/დ
ხომერიკი ნინო ს/დ
წოწონავა ელენე ფ/ო
ვახანია ალექსანდრა ს/ო
მწვრთნელთა წახალისების სისტემა
მომწონს
არ მომწონს
უკეთესი შეიძლებოდა
 
© 2020 ყველა უფლება დაცულია